Friday, November 8, 2013

პროექტებით სწავლება

ეს კურსი დამეხმარება უკეთესად დავგეგმო გაკვეთილები და ახალი პროექტები. პროექტის თემა: საქართველოს კუთხეები იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან საქართველოს კუთხეების დასახელებას,მათ მდებარეობას და ადათ-წესებს. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს. ინტერნეტის, წიგნების დახმარებით შეაგროვებენ ინფორმაციას და დაახარისხებენ. დახატავენ საქართველოს კონტურულ რუკას, ცალკე თაბახის ფურცელზე ხატავენ კონკრეტული კუთხის კონტურს, რომელზეც თავად მუშაობენ, რომ პრეზენტაციის შემდგომ დააკრან შესაბამის ადგილას და შექმნან ერთიანი საქართველოს რუკა. შექმნიან სლაიდ შოუს თვალსაჩინოებისათვის. მოეწყობა ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დამზადება ბუკლეტის. საკვანძო სიტყვების საშვალებით სიღრმისეულად შეისწავლიან თემას. ინტერნეტის საშვალებით მოიძიებენ ინფორმაციას, სურათებს და გამოიყენებენ კომუნიკაციისათვის.

Tuesday, March 27, 2012


პროექტის  სახელი:  წელიწადის  დროები
პროექტის მოკლე აღწერა:  წელიწადის დროების გაცნობა, როგორ იცვლება ბუნება  წელიწადის   დროის   მიხედვით. დროებს შორის განსხვავების, მსგავსების აღმოჩენა და გათავისება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აწყობენ ექსკურსიებს.   აკვირდებიან წელიწადის  ოთხივე დროს,  იღებენ სურათებს,  აგროვებენ მცენარეებს,   აკეთებენ  ჩანაწერებს, ჩანახატებს.
მოსწავლთა ასაკი / კლასი : 7-8 წ.  კლასი -2
ვადები / ხანგრძლივობა: 1 წელი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვები იხსენებენ და მოიძიებენ მოთხრობებს, ლექსებს და ილუსტრაციებს წელიწადის ოთხივე დროზე. ახდენენ გადაღებული ფოტოების დახარისხებას.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : ბავშვები წელიწადის ოთხივე დროზე   ქმნიან კედლის პლაკატებს. თითოეული პლაკატი ნათლად გამოხატავს  მათი თვალით დანახულ წელიწადის ოთხ დროს. სეზონების მიხედვით აკეთებენ    ფოტო  ალბომებს, სპეციალურად  შეგროვებული და გამხმარი  მცენარეებისაგან  აკეთებენ  ჰერბარიუმს.
სამუშაო ენა : ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბუნება, ქართული.
პროექტის ხელმძღვანელი: თიკო ქურციკიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tikokurtsikidze@ gmail.com