Friday, November 8, 2013

პროექტებით სწავლება

ეს კურსი დამეხმარება უკეთესად დავგეგმო გაკვეთილები და ახალი პროექტები. პროექტის თემა: საქართველოს კუთხეები იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან საქართველოს კუთხეების დასახელებას,მათ მდებარეობას და ადათ-წესებს. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს. ინტერნეტის, წიგნების დახმარებით შეაგროვებენ ინფორმაციას და დაახარისხებენ. დახატავენ საქართველოს კონტურულ რუკას, ცალკე თაბახის ფურცელზე ხატავენ კონკრეტული კუთხის კონტურს, რომელზეც თავად მუშაობენ, რომ პრეზენტაციის შემდგომ დააკრან შესაბამის ადგილას და შექმნან ერთიანი საქართველოს რუკა. შექმნიან სლაიდ შოუს თვალსაჩინოებისათვის. მოეწყობა ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დამზადება ბუკლეტის. საკვანძო სიტყვების საშვალებით სიღრმისეულად შეისწავლიან თემას. ინტერნეტის საშვალებით მოიძიებენ ინფორმაციას, სურათებს და გამოიყენებენ კომუნიკაციისათვის.

No comments:

Post a Comment